მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე უცნაური წინასაარჩევნო დაპირებები

59e9d65780a27
BM.GE
21.10.17 16:20
2217
გთავაზობთ, ყველაზე უცნაური დაპირებების სიას, რომელიც წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პერიოდში პოლიტიკოსებმა აშშ-ში გასცეს:

• რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰერმან ქეინი 2012 წელს წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაპირდა, რომ ვეტოს დაადებდა ყველა კანონს, რომელიც 3 გვერდს გადააჭარბებდა;

• დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დენის კუსინიჩი 2008 წელს წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაპირდა, რომ დააპატიმრებდა ჯორჯ ბუშს;

• მწვანეთა პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯელო ბიაფრა 2000 წელს წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაპირდა, რომ ბიზნესმენებს კლოუნის ფორმებს ჩააცმევდა;

• ამერიკის პრეზიდტენმა თეოდორ რუზველტმა 1908 წელს წინაასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ აღარ იყრიდა კენჭს მომდევნო არჩევნებში, რაც არ შეასრულა;

• რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ნიუტ გინგრიჩის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ 2020 წელს აშშ-ის კოლონია იქნებოდა მთვარეზე;

• ვერმინ სუპრიმი აქტივისტია, რომელიც სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა აშშ-ის არჩევნებში. მას არაერთი უცნაური დაპირება ჰქონდა წლების განმავლობაში, მათ შორის გამორჩეული იყო: ყველა ამერიკელს გადაეცეს საჩუქრად თითო პონი, მოხდეს ადამიანის ხორცის ლეგალიზება;

• რესპუბლიკური პარტიის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა სარა პელინმა 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ ის უფრო მეტად "არამზადა" გახდება;

• აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსახლეობას დაპირდა, რომ ის არ დაუძახებდა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს მიტ რომნის უცნაურს.