16.დეკემბერი.2015 23:14
მსოფლიო

ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები

ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები
"ბიზნესინსაიდერი" 2016 წლის ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ადგილებს ასახელებს. გამოცემამ შესაბამისი რეიტინგი CareerBuilder-ისა და Economic Modeling Specialists Intl.-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა და ამისთვის მოთხოვნის, მიწოდებისა და ანაზღაურების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გამოიყენა. CareerBuilder-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეტ ფერგიუსონის ცნობით, ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილები ძირითადად ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება. ასევე დასაქმების მსურველთათვის პოპულარულია მარკეტინგის, გაყიდვებისა და ტრანსპორტის სფეროებიც. ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ადგილებს შორის „ბიზნესინსაიდერი“ კომპიუტერული სისტემების მენეჯერს ასახელებს, რომლის საათობრივი ანაზღაურება ყველაზე მაღალი - 61,37 დოლარია. 2010-დან 2015 წლამდე აღნიშნული პოზიციის რაოდენობა აშშ-ის მასშტაბით 42 942-ით გაიზარდა. რეიტინგში მეორე ადგილს მარკეტინგის მენეჯერი იკავებს, რომლის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 61,12 დოლარს შეადგენს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი ამ პოზიციის რაოდენობა აშშ-ში 23 692-ით გაიზარდა. მესამე პოზიციას იკავებს ფარმაცევტი. 2010-დან 2015 წლამდე ფარმაცევტის პოზიციის რაოდენობამ 14 591-ით იმატა. აშშ-ში აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანის საშუალო თვიური ხელფასი 58,15 დოლარს შეადგენს.

"ბიზნესინსაიდერის“ მიერ შედგენილ რეიტინგში, ყველაზე მოთხოვნად სამუშაო პოზიციებს შორის ფინანსური მენეჯერი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, ე.წ ვებ-დეველოპერი, ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი, თერაპევტი და ინჟინერიც მოხვდა.



21.მარტი.2019 14:15
2191

როგორია სტამბოლის ახალი აეროპორტი - ფოტორეპორტაჟი

ვრცლად
21.მარტი.2019 00:20
422

დიდ ბრიტანეთში ქარხნის მუშამ 71 მლნ გირვანქა სტერლინგი მოიგო

ვრცლად
20.მარტი.2019 18:15
861

ევროკავშირმა Google €1,490,000,000-ით დააჯარიმა

ვრცლად
20.მარტი.2019 15:53
2785

ასტანას ოფიციალურად შეეცვალა სახელი - დღეიდან ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ჰქვია

ვრცლად
20.მარტი.2019 00:15
2025

2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქები

ვრცლად
19.მარტი.2019 22:40
2245

სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი?

ვრცლად