მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მოდური და თანამედროვე სანტა ტორონტოდან (ფოტო)

566fba67a86d7
BM.GE
15.12.15 10:59
1383
ტრადიციულად, სანტა მსუქან, თეთრწვერა მოხუცთან ასოცირდება, რომელსაც აცვია სტანდარტული, ფლანელის წითელი სამოსი. როგორც წესი, ასეთი სანტა არც მოხუცია და არც მისი წვერია ნამდვილი. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია სულ სხვანაირმა მოდურმა სანტამ - ის ყველა სანტაზე თანამედროვეა და მისი მოვლილი, თეთრი წვერიც არ არის ყალბი. Fashion Santa ტორონტოდანაა. მისი სახე ერთ-ერთმა ადგილობრივმა სავაჭრო ცენტრმა შექმნა. მოდური სანტა თავისი ჩაცმის სტილისა და გარეგნობის გამო უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ყველაზე სასიამოვნო, რაც ამ ამბავს უკავშირდება არის ის, რომ მსოფლიოში ყველაზე მოდური სანტა თავის იმიჯს სავაჭრო ცენტრის რეკლამის გარდა, ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო მიზნებისთვის იყენებს.