მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები

5b9ce450848d7
სალომე ჭიპაშვილი
16.09.18 18:00
2050
ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების 2018 წლის რეიტინგში ცვლილებებია. წინა წლის რეიტინგს თუ შევადარებთ, ბევრი სპორტსმენი 2018 წლის ათეულს გამოეთიშა და რეიტინგში მათი ადგილი ახალმა სახეებმა, გაზრდილი შემოსავლით ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენების ქალების ტოპ ათეულის საერთო შემოსავალი 105 მილიონ დოლარს შეადგენს. შემოსავლები 2018 წლის 1 ივნისამდე მიღებულ პრიზებს, ჰონორარებს და რეკლამიდან შემოსულ თანხებს მოიცავს.

2018 წლის forbes-ის რეიტინგის მე-10 ადგილს, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, გერმანელი ჩოგბურთელი ანგელიკ კერბერი იკავებს, 3$ მილიონიანი საპრიზო ფონდით, რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი 4 მილიონ დოლარს შადგენს, კერბერის წლიური საერთო შემოსავალი 7 მილიონი დოლარია.

მე-9 ადგილზე ამერიკელი ავტომრბოლელი დანიკა პატრიკია, იგი პირველი ქალი ავტომრბოლელია, რომელმაც 2008 წელს იაპონიის „ინდიკარის“ რბოლის გამარჯვებულია.
პატრიკის საპრიზო ფონდი 3 მილიონი დოლარია, რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი 4,5 მილიონ დოლარს შეადგენს, საერთო წლიური შემოსავალი 7,5 მილიონი დოლარია.

მე-8 ადგილზე კი რუმინელი ჩოგბურთელი სიმონა ალეპია, საპრიზო ფონდით 6 მილიონ 200 ათასი დოლარი, რეკლამებიდან შემოსული თანხა მილიონ ნახევარ დოლარს შეადგენს, ალეპის საერთო წლიური შემოსავალი 7 მილიონ 700 ათასი დოლარია.

2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლის მედლის დამსახურებით, ინდოელი ბადბინტონისტი პუსარლა ვენკატა სინდხუ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების ათეულში მე-7 ადგილს იკავებს. მისი საპრიზო ფონდი 500 ათას დოლარს შეადგენს, რეკლამებიდან შემოსავალი 8 მილიონ დოლარია, საერთო ჯამში სინდხუს შემოსავალი 8 მილიონ 500 ათასი დოლარია.

რეიტინგის მე-6 ადგილზე ამერიკელი ჩოგბურთელი ვენუს ვილიამსია, რომლის საპრიზო ფონდი 4 მილიონ 200 ათასი დოლარია, რეკლამიდან შემოსავალი 6 მილიონი დოლარია, საერთო წლიური შემოსავალი 10,2 მილიონი დოლარი.

რუსი ჩოგბურთელი, ყოფილი მსოფლიოს პირველი ჩოგანი და ისტორიაში შესული 10 ქალიდან ერთ-ერთი, რომელიც ფლობს „კარიერის მუზარადს“, საუბარია მარია შარაპოვაზე, Forbes რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს. შარაპოვას საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარია, რეკლამიდან შემოსავალი 9,5 მილიონი დოლარია, საერთო ჯამში სპორტსმენის წლიური შემოსავალი 10 მილიონ 500 ათასი დოლარია.

მე-4 ადგილზე ესპანელი ჩოგბურთელი გარბინ მუგურუზაა, რომლიც 2016 წლის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულია. მისი საპრიზო ფონდი 5 მილიონ 500 ათასი დოლარია, რეკლამიდან შემოსული თანხაც ანალოგიურია. მუგურუზას წლიური შემოსავალი 11 მილიონი დოლარია.

Forbes სამეულს ამერიკელი ჩოგბურთელი სლოან სტეფენსი ხსნის. მისი საპრიზო ფონდი 5 მილიონ 700 ათას დოლარს შეადგენს, რეკლამიდან შემოსული თანხა 5 მილიონ 500 ათასი დოლარია. საერთო ჯამში ემრიკელი ჩოგბურთელის წლიური შემოსავალი 11 მილიონ 200 ათასი დოლარია.

მეორე ადგილს პოლონური წარმოშობის დანიელი ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი იკავებს, 7 მილიონი დოლარის საპრიზო ფონდით. რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი 6 მილიონი დოლარია, საერთო ჯამში ვოზნიაცკის წლიური შემოსავალი 13 მილიონი დოლარია.

და ბოლოს, ათეულის პირველ ადგილს ორგზის რეკორდსმენი, ამერიკელი სერენა უილიამსი იკავებს, საპრიზო ფონდით 62 ათასი დოლარი, რეკლამიდან შემოსული თანხა 18 მილიონი დოლარია, საერთო წლიური შემოსავალი - 18 მილიონ 100 ათას დოლარს შეადგენს.