მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მსოფლიოში

5bc9ca9d90af6
ლევან თაღიაშვილი
20.10.18 15:33
1237
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 2018 წლის ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკების სია გამოქვეყნდა, რომელშიც, პირველად 10 წლის შემდეგ, აშშ ლიდერობს.

Marketwatch-ის მიხედვით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბიზნეს-კულტურაა, რაც თავის თავში მოიცავს რისკს და “გიჟურ იდეებს“, ამ ყველაფერს საბოლოოდ წარმატებისკენ მივყავართ.

მეორე მიზეზი სამუშაო ძალაა. აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები მუშაობენ, რომლებიც გამოირჩევიან პროდუქტიულობით.

გარდა ამისა, აშშ-ში დასაქმება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივია.

ბოლო და ერთ-ერთი საკვანძო მიზეზი კი, ძლიერი ფინანსური ინსტიტუტებია - სტაბილური საბანკო სისტემა და წვდომა კაპიტალთან განაპირობებს იმას, რომ აშშ მსოფლიოში N1 ეკონომიკაა, მან 100-დან 85.6 ქულა აიღო რეიტინგში. ათეული კი ასე გამოიყურება: სინგაპური, გერმანია, შვეიცარია, იაპონია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი, დიდი ბრიტანეთი, შევედეთი და დანია.