მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე განვითარებადი სექტორები იმერეთში

5b0523d439c65
მეგი კავთუაშვილი
23.05.18 12:15
812
იმერეთში სამედიცინო ორგანიზაციების და აზარტული თამაშების მიმართულებით მსხვილი და საშუალო ორგანიზაციების მზარდი რაოდენობა შეიმჩნევა. აღნიშნული შედეგი რეგიონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომლის ავტორიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტია.

იმერეთში განვითარებად სექტორებად დასახელდება მოპოვებითი, მძიმე და მსუბუქი მრეწველობა. ასევე, მომსახურების სფეროები, რომლებიც დაკავშირებულია ტურიზმთან და ვაჭრობასთან.

"იმერეთის რეგიონის შრომის ბაზარზე შეგვიძლია დავახასიათოთ ორი ტიპის დეფიციტი: 1) კადრების დეფიციტი, რომლებიც სპეციფიკურ, პროფესიულ-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს: ელექტრო-შემდუღებლები, ხუროები და დურგლები, ლითონგადამამუშავებლები, მანქანათმშენებლები, კვების ტექნოლოგები, მექანიკური მოწყობილობების ტექნიკოსები. 2) დეფიციტი გამოწვეული კადრების დაბალი მოტივაციით დასთანხმდნენ დამსაქმებლის მიერ შეთავაზებულ პირობებს: დაბალ ანაზღაურებას და მძიმე სამუშაო გრაფიკს. იმერეთის რეგიონში ყველაზე დიდი მოთხოვნა მკერავებსა და ფეიქრებზე სწორედ ამ ფაქტით არის გამოწვეული (საშუალოდ მკერავს 340 ლარს სთავაზობენ ანაზღაურებად)", - ნათქვამია კვლევაში.