14.იანვარი.2016 15:06
ეკონომიკა

ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ყველაზე იაფი რუსეთშია

ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ყველაზე იაფი რუსეთშია
"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შემცირდა 0,01 ევროთი და შეადგენს საშუალოდ 1,13 ევროს/ლიტრაზე. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.
 
„ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,61 ევროს (დაახლოებით 4,21 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით - 2.6365), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,54 ევროს (დაახლოებით 4,02 ლარი), დიზელის საწვავი - 1,15 ევროს (დაახლოებით 3,00 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,60 ევროს (დაახლოებით 4,18 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,49 ევროს (დაახლოებით 3,89 ლარი), დიზელის საწვავი - 1,35 ევროს (დაახლოებით 3,53 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 4,39 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,48 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), დიზელის საწვავი - 1,35 ევროს (დაახლოებით 3,53 ლარი).

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,53 ევრო (დაახლოებით 1,38 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,46 ევრო (დაახლოებით 1,20 ლარი), დიზელის საწვავი - 0,44 ევროს (დაახლოებით 1,15 ლარი).

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,89 ევროს (დაახლოებით 2,33 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,85 ევროს (დაახლოებით 2,22 ლარი), დიზელის საწვავი - 0,80 ევროს (დაახლოებით 2,09 ლარი); აზერბაიჯანში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,61 ევროს (დაახლოებით 1,59 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,56 ევროს (დაახლოებით 1,46 ლარი) - ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი - 0,35 ევროს (დაახლოებით 0,91 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,79 ევროს (დაახლოებით 2,06 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,74 ევროს (დაახლოებით 1,93 ლარი), დიზელის საწვავი - 0,65 ევროს (დაახლოებით 1,70 ლარი); მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,81 ევროს (დაახლოებით 2,12 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,79 ევროს (დაახლოებით 2,06 ლარი), დიზელის საწვავი - 0,68 ევროს (დაახლოებით 1,78 ლარი)“, - განმარტავენ ნავთობპროდუქტთა იმპორტიორთა კავშირში.



17.ივლისი.2018 20:35
22

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იზრდება, თუმცა 2014 წლის მაჩვენებელს ვერ აჭარბებს

ვრცლად
17.ივლისი.2018 19:40
30

მობილური ტელეფონების იმპორტი 2017 წელს 30%-ით გაიზარდა

ვრცლად
17.ივლისი.2018 18:20
98

"ბიუროკრატია ადამიანების სამსახურიდან გაშვების გარეშე ვერ შემცირდება"

ვრცლად
17.ივლისი.2018 18:20
14

კომიტეტმა „სივრცითი მოწყობისა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა

ვრცლად
17.ივლისი.2018 18:08
417

სუს-ი: ქუმსიშვილსა და ალავიძეზე სუს-ში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს

ვრცლად
17.ივლისი.2018 18:00
157

კონკურენციის სააგენტომ "სიტროენ ჯორჯიას" საქმეზე მოკვლევა დაასრულა

ვრცლად