15.მარტი.2019 13:42
ეკონომიკა

„ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი, რომელიც ყურადღების ქვეშ არ ხვდება, არის სამშენებლო რისკი“

„ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი, რომელიც ყურადღების ქვეშ არ ხვდება, არის სამშენებლო რისკი“
„ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი, რომელიც ყურადღების ქვეშ არ ხვდება, ეს არის სამშენებლო რისკი“-ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებს.

დღეს კონსორციუმის გუნდი ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უკვე განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნეს.


“ამ შეხვედრის მიზანი არის ის, რომ გავაცნოთ ექსპერტებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, ანუ რა გაკეთდა სამშენებლო კუთხით, გრაფიკი როგორ მიმდინარეობს, თანხების მოძიებასთან დაკავშირებით რა სტატუსი გვაქვს, რა არის შემდგომი ნაბიჯები პროექტის, რომ ეს თანხები მობილიზებულია და გრაფიკს მივყვებით. ასევე მოვუყევით რა გზა გამოვიარეთ, როგორ ჩატარდა ტენდერი და ა.შ “-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისი თქმით, დონორებმა უკვე გამოაგზავნეს შენიშვნების განახლებული, უფრო დეტალურად ცაშლილი სია, რომელიც მტავრიბა გადაეგზავნა.

„კიდევ ერთი პუნქტის გამოგზავნა დარჩათ, რომელსაც ბანკები უახლოეს დროში გადაუგზავნიან მთავრობას და ამის მერე დაიგეგმება ალბათ უკვე მომდევნო შეხვედრა, რომელიც შედგება ან ამ თვის ბოლოს ან აპრილის დაასწყისში.

თანხა, 600 მლნ დოლარი მთლინად მობილიზებულია. დარჩა ეს 8 პუნქტი, რომელზეც უნდა მოველაპარაკოთ მთავრობას იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პროექტის ფინანსურად დახურვა და მშენებლობის მეორე ეტაპზე გადასვლა.

რაც შეეხება გარანტიას, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბანკები არიან კონსერვატიული ორგანიზაციები, ისინი გვანდობენ ჩვენ და ჩვენს ქვეყანას 400 მლნ დოლარს. ამ პროექტის წარმატება არა მარტო მათზეა დამოკიდებული, არამედ ჩვენზეა დამოკიდებული. მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი, რომელიც ყურადღები ქვეშ არ ხვდება ეს არის სამშენებლო რისკი.

მთავარია, რომ ავაშენოთ ეს პორტი. ეს პორტი როდესაც აშენდება და გაეშვება, მე გარწმუნებთ იმაში, რომ ტვირთი იქნება, ამ პორტს მაგ მხრივ არანაირი პრობლემა არ შეექმნება, მთავარია ავაშენოთ და ყველაზე დიდი სირთულე აშენებაშია დამერწმუნეთ, იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ უზარმაზარი ინფრასტრუქტურა გვაქვს ასაშენებელი, კილომეტრიანი კედელი წყლის ქვეშ, 800 მეტრზე მეტი მისადგომები წყალში, უზარმაზარი ამწეები დასამონტაჟებელი და ა.შ“-აცხადებს ლევან ახვლედიანი.



19.მარტი.2019 20:30
97

იტალიის ელჩი თიბისის საქმეზე: მსგავსი ფაქტები ქვეყნის იმიჯისთვის კარგი არ არის

ვრცლად
19.მარტი.2019 20:20
130

როდის გამოქვეყნდება FT-სსა და The Economist-ში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი ვაკანსია?

ვრცლად
19.მარტი.2019 19:50
40

ჰონგ–კონგის დელეგაცია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს სწავლობს

ვრცლად
19.მარტი.2019 19:30
206

2019 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგი

ვრცლად
19.მარტი.2019 19:26
241

ჰონგ კონგის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტით დაინტერესდნენ

ვრცლად
19.მარტი.2019 19:10
31

"მეტრა დეველოპმენტი" განცხადებას ავრცელებს

ვრცლად