იმ სპეციალობებს შორის, რაც პროფესიულ კოლეჯებში ისწავლება, ყველაზე დაბალანაზღაურებადი სპეციალობების კურსდამთავრებულები ყოველთვიურად 400 ლარამდე თანხას გამოიმუშავებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ყველაზე დაბალი შემოსავალი შემდეგი სპეციალობების კურსდამთავრებულებს აქვთ:
დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი;
ბანკის ოპერატორი;
გიდი;
ექთნის თანაშემწე;
ფარმაცევტის თანაშემწე;
სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი;
სტილისტი (ქალი, მამაკაცი);
გამყიდველ-კონსულტანტი;
მოლარე;
თექის ხელოსანი.