მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველას უმორჩილესად ვთხოვ, არ შეწყვიტონ "ვალსარკანის" მიღება"

5b76901dd82ed
თელარა გელანტია
17.08.18 13:05
2320
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტი „ვალსარკანი“ უსაფრთხო და ეფექტურია.

ასე უპასუხა სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მედიკამენტ „ვალსარკანს“ შეეხებოდა.

„საკუთრივ ნივთიერება „ვალსარკანი“ არის უსაფრთხო, დადასტურებულად და არის ძალიან ეფექტური მაღალი ალტერიული წნევის სამკურნალო წამალი. „ვალსარკანზე“ არავის არასოდეს კითხვა არ გასჩენია. შესაბამისი სამსახურები ევროპასა და ამერიკაში ყოველწლიურად ატარებენ მონიტორინგს, ამა თუ იმ მედიკამენტის ლაბორტორიულ ანალიზს, რადგან ნივთიერება, რომელიც უსაფრთხო და კარგია, შეიძლება სხვადასხვა მწარმოებლის ხელში კარგი წარმოებული არ იყოს და შექმნას რისკები.

დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ნივთიერება „ვალსარკანზე“ (ხაზს ვუსვამ, რომ თვითონ ნივთიერება უსაფრთხო და კარგია) გაუჩნდათ კითხვები, ამისათვის 2012 წლიდან დღემდე მათ ჩაატარეს კვლევა.

პოტენციური მინარევების „ვალსარკანმა“, რომ გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებები, ამისთვის ადამიანმა 7 წლის განმავლობაში უნდა მიიღოს ორმაგი თერაპიული დოზა, რომ 5 ათასი პირიდან ერთს დაემართოს ონკოლოგიური დაავადება. მიუხედავად ამისა, ეს რეგულაციები იმდენად მკაცრია, რომ ყველა იმ მწარმოებელს, რომელიც იყენებდა ნედლეულს კონკრეტული კომპანიის მიერ დამზადებული „ვალსარკანიდან“, მიეცა რეკომენდაცია სრულად ამოიღოს, რადგან მაქსიმალურად დაცული იყვნენ ადამიანები.

ჩვენ შესაბამისი სამსახურიდან 2 აგვისტოს მივიღეთ რეკომენდაცია, რაც დაუყოვნებლივ გავრცელდა და მოსახლეობას, ვინც ღებულობს „ვალსარკანის“ შემცველ მედიკამენტებს, ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ დანიშნულება არ შეწყვიტონ, რადგან სვამენ, ესე იგი მათ ეს სჭირდბათ, უბრალოდ ნახონ ჩამონათვალი, რომელ კონკრეტულ წამლებზე, „ვალსარკანის“ შემცველზე, გაჩნდა კითხვა და ისინი ჩაანაცვლონ სხვა, არა ამ სიაში მყოფი იგივე დოზირების, იგივე „ვარსალკანის“ მედიკამენტებით, რომელიც ბაზარზე არის საკმაოდ.

მესამედზე ნაკლები უჭირავს ჩვენს ფარმა-ბაზარზე ამ კითხვაგაჩენილი „ვალსარკანის“ შემცვველ პრეპარატებს. თავიდან ვიტყვი - ნივთიერება „ვალსარკანი“ უსაფრთხო და ეფექტურია“, - განაცხადა სერგეენკომა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გააგრძელონ მისი მიღება.

„ვინც იღებს „ვალსარკანის“ შემცველ მედიკამენტებს, მკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტონ. უბრალოდ ნახონ სია, რაც გამოქვეყნებულია და უბრალოდ შეცვალონ, ოღონდ აუცილებლად გაიარონ კონსულტაცია ექიმთან“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.