მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვაკის პარკში არ აშენდეს სასტუმრო" - მერის მოადგილე

5c431b88d4634
BM.GE
19.01.19 15:58
1354

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითქმის 9-სართულიანი 30-მდე მეტრის მქონე სასტუმრო ნაგებობა არ განთავსდეს პარკის ტერიტორიაზე,”- ამბობს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი, რომლის შედეგადაც ძალაში დარჩა დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ.

იურიდიული საფუძვლის არქონის მიუხედავად, თბილისის მერია მაინც გეგმავს, რომ სასტუმროს მშენებლობა შეაჩეროს.~

“გვინდა, გამოვეხმაუროთ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დირექტორის, გიორგი ზაქაიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა დედაქალაქის მთავარ პარკს ზიანს არ მიაყენებს. ჩვენ გვესმის კერძო მესაკუთრის ბიზნესინტერესები - კომპანიამ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიგო, მაგრამ საკითხი ქალაქის სასარგებლოდ, კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს. თბილისის მერმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ და კატეგორიულად მიუღებელია ინვესტორის მხრიდან გაკეთებული საპასუხო განცხადებები. მოლაპარაკებების გზით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითქმის 9-სართულიანი 30-მდე მეტრის მქონე სასტუმრო ნაგებობა არ განთავსდეს პარკის ტერიტორიაზე, რაც არის დაუშვებელი”, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით, ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა. 2013 წლის 20 სექტემბერს თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ადგილზე მშენებლობის ნებართვაც გასცა.