მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყვარელში UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აშენდება

5bc435da99197
თამუნა დემეტრაშვილი
15.10.18 10:37
8689
ყვარელში UEFA-ს მეორე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იგეგმება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერია გამოცხადებული, რისთვისაც 180 ათასი ლარია გათვალისწინებული. სწორედ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ გაირკვევა, რა დაჯდება 2 000 კაცზე გათვლილი, დახურულ ტრიბუნიანი სტადიონის მშენებლობა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. ობიექტი, გასული საუკუნის 80-იან წლებში დაწყებული და დაუსრულებელი სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. უეფას წესების მიხედვით, მეორე კატეგორიის სტადიონზე, ნებადართული იქნება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, ევროლიგის ფლეი ოფისა და ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე ეტაპის მატჩები, საქართველოს ეროვნული ნაკრების ამხანაგური და ყველა ახალგაზრდული ნაკრებების ოფიციალური და ამხანაგური მატჩების ჩატარება.