06.თებერვალი.2016 12:44
საზოგადოება

ყვარელში მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა

ყვარელში მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა
შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა. შესრულებული სამუშაოები კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო: კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა პოლიგონზე არ ხორციელდებოდა. ნაგავსაყრელი ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგა და დახურვის სამუშაოები ჩაატარა. პოლიგონის ტერიტორიაზე მოეწყო ნარჩენების გადამზიდი სადგური. მოხდა არსებული არასახიფათო ნარჩენების საიზოლაციო გრუნტით გადაფარვა. მოეწყო სამეურნეო ზონა. ასევე, მოწესრიგდა პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, განახლდა არსებული ღობე. მოხდა ტერიტორიის შიდა ელექტროფიცირება.

შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ნარჩენების გადამზიდი სპეც-მანქანა შეიძინა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების ტრანსპორტირებას ყვარელის გადამზიდი სადგურიდან თელავის ნაგავსაყრელზე.

პროექტის ღირებულებამ 445 220 ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.



21.აგვისტო.2018 19:44
101

აგროდაზღვევის ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ

ვრცლად
21.აგვისტო.2018 17:00
133

RMG სამ წელში გარემოს დაცვითი სამუშაოებისთვის 30 მილიონის დახარჯვას გეგმავს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 16:30
231

ბათუმში ხმაურის გადაჭარბებისთვის 40-მდე ობიექტი დაჯარიმდა

ვრცლად
21.აგვისტო.2018 16:00
237

ბორდიურებზე მაგიდების განთავსებისთვის ბათუმში კაფე-ბარები დააჯარიმეს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 15:21
264

მაია ცქიტიშვილს ქუთაისში დევნილთა კორპუსების მშენებლობაზე შენიშვნები აქვს

ვრცლად
21.აგვისტო.2018 15:02
62

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტები დიდუბეში 11 მისამართზე დაფინანსდა

ვრცლად