მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყურძნის ჩაბარების წლევანდელი ფასი საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება"

5ba363c55d92c
თათია ჩაფიჩაძე
20.09.18 13:08
3510
კომპანია „თბილღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, რომ ყურძნის ჩაბარების გაზრდილმა ფასმა შესაძლოა, წარმოებული ღვინოც გააძვიროს. როგორც მარგველაშვილმა „საქმიან დილასთან“ საუბრისას განაცხადა, წელს კომპანია 6 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს, საიდანაც უმრავლესობას კომპანია გლეხებისგან ყიდულობს.

„ყურძნის ჩაბარების წლევანდელი ფასი გარკვეულწილად აისახება თვითღირებულებაზე და ალბათ კომპანიებს მოუწევთ საკმაოდ მტკივნეული პროცესის გავლა, რასაც ჰქვია ფასის გაზრდა. ან კომპანიებმა ნაკლებ მოგებაზე უნდა ვიმუშაოთ, რაც არ არის კარგი, ან ფასები გავზარდოთ, რაც ასევე ცუდია, რადგანაც გაყიდვების შემცირების რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად ის, რომ ქართვულ მეღვინეობაში ყურძის ფასი არ არის სტაბილური, უარყოფითი მოვლენაა, იმიტომ, რომ ამით მხოლოდ გლეხი ხეირობს. დარგისთვის და ბიზნესისთვის ეს ყველაფერი საბოლო პროდუქტის გაყიდვაზე აისახება უარყოფითად.“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, ზურაბ მარგველაშვილი კანონის გვერდის ავლით ოპერირების რისკების ზრდაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ კუთხით მონიტორინგი უნდა გააძლიეროს.

„ასეთ შემთხვევაში მაღალია ცდუნება იმისა, რომ გაიაფების მეთოდების გამოყენება მოხდეს. გაიაფების მეთოდები როგორც წესი კანონის ჩარჩოებში არ ჯდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ხარისხის გაუარესება და ამ ბოლო დროს ასეთმა შემთხვევებმა მოიმატა, ძალიან ცუდად აისახება მთელ ქართულ მეღვინეობაზე, რისკის ქვეშ დგება ყველა კომპანიის მიერ ნაწარმოები პროდუქტი.

წელს იმედი გვაქვს, სახელმწიფო რთველის ადმინისტრირებაში აქტიურად იქნება ჩართული რათა კანონის დარღვევა არ მოხდეს როგორც საგადასახადო კუთხით, ასევ ვაზისა და ღვინის შესახებ. გამოსავალი არის ის, რომ ექსპორტზე გადიოდეს მკაცრად შემოწმებული ღვინო და ყველასთვის ეს პირობები იყოს თანაბარი.“ - აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.

წელს 1კგ საფერავის ჩაბარების ფასი 2 ლარი, ადგილწარმოშობის ყურძნის 3 ლარი, ხოლო რქაწითელის ჩაბარების ღირებულება 70-დან 80 თეთრამდეა.