07.თებერვალი.2016 17:29
ეკონომიკა

ყაზბეგში, 3 ჰესის მშენებლობაში, 35 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება

ყაზბეგში, 3 ჰესის მშენებლობაში, 35 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება
ენერგეტიკის სექტორში 35 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება. "საერთაშორისო ინვესტიციების საკორდინაციო ცენტრი" ყაზბეგში 3 ჰიდროელეტროსადგურის პროექტის განხორციელებას იწყებს. ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, რომ 2 მეგავატი სიმძლავრის ჰესის პროექტის განხორციელებაზე ენერგეტიკის სამინისტროსთან მემორანდუმი უკვე გაფორმდა, კიდევ ერთ პროექტზე კი უწყებასთან ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. რაც შეეხება მესამე პროექტს, როგორც გიორგი სეთურიძე ამბობს, ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე გააკეთეს.
 
"სამივე ჰესი, რომელიც მდინარე თერგზე და სნოს წყალზე აშენდება, ჯამში 25 მეგავატი სიმძლავრის იქნება. რაც შეეხება ინვესტიციას, დაფინანსებას ადგილობრივი და უცხოური ბანკებიდან მოვიზიდავთ, რაც დაახლოებით 35 მილიონ ევრომდეა", - აცხადებს სეთურიძე.

საერთაშორისო ინვესტიციების საკორდინაციო ცენტრი ჰესების მშენებლობას 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



10.დეკემბერი.2018 11:39
242

პური გაძვირდა

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 11:06
230

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 11:00
168

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი; ,,2018 წელს ლუდის ბაზარმა 3%-იანი კლება განიცადა”

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 10:42
166

იუსტიციის სახლი შეფერხებით მუშაობს

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 10:00
329

GREEN ENERGY: საქართველოში მასშტაბური მზის სადგურების აშენება უნდა დაიწყოს

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 09:24
149

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ - გაერო ახალ პროექტს იწყებს

ვრცლად