04.აპრილი.2016 13:10
საზოგადოება

ყაზბეგის სეისმურმა სადგურმა მუშაობა განაახლა

ყაზბეგის სეისმურმა სადგურმა მუშაობა განაახლა
ყაზბეგის სეისმურმა სადგურმა რთული კლიმატური პირობების გამო მონაცემების უწყვეტ რეჟიმში გადმოცემა ორი თვის წინ შეწყვიტა. დღეისთვის სადგურში აპარატურა უკვე ნაწილობრივ განაახლეს, გამართეს და მუშაობა აღდგა. იქნება თუ არა მოსალოდნელი ღვარცოფებისა და სხვა სტიქიური მოვლენების პროგნოზირება, - თემაზე "საქმიან დილასთან" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, თეა გოდოლაძე საუბრობს.
 
- ქალბატონო თეა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ სადგურის მუშაობის განახლება და სტიქიური მოვლენების პროგნოზირება თუ იქნება შესაძლებელი?

- სეისმური სადგური მყინვარწვერის მასივზე სეისმურ აქტივობას აკვირდება. სისტემა მსოფლიოში აპრობირებულია. ეს გახლავთ გეოფიზიკური და სეისმური დაკვირვების ხელსაწყოები, რომლებიც ასეთ რეგიონებში მონტაჟდება, წინასწარი შეტყობინებების სისტემების გასამართად. აპარატურა ჯერ-ჯერობით ერთი გვაქვს დაინსტალირებული, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის. იგი შეტყობინებას გვაძლევს იმის შესახებ, რომ მომეტებულია სეისმური აქტივობა და აქ პროცესები შესაძლებელია სხვაგვარად განვითარდეს. ასეთია წინასწარი შეტყობინების სისტემა.

როდესაც კონკრეტულ ობიექტზე, კონკრეტულ ადგილზე მულტიდისციპლინარულ კვლევას ვაწარმოებთ, მრავალი პარამეტრის გააქტიურება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ რაღაც პერიოდის განმავლობაში კონკრეტულ საფრთხეს აქვს ადგილი თუ არა.

- მიწისძვრებთან და სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, წინასწარმეტყველება და წინასწარი გათვლა არ არსებობს...

- ეს არის ტექტონიკური პროცესებით გამოწვეული მაგნური აქტივობის მონიტორინგისათვის. ეს არ არის მიწისძვრის პროგნოზისათვის. მიწისძვრა არის შედეგი და მიწისძვრა არასოდეს არ არის მიზეზი. როდესაც ამ შედეგის წინამორბედებს ვაკვირდებით, აქედან გამომდინარე სიტუაციის კონკრეტულ შეფასებას ვაკეთებთ. ჩვენთვის es მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწის შიგნით მიმდინარე პროცესებია და აქ აპარატურა აუცილებელია.

- სადგურის მეშვეობით რეალურად რისი პროგნოზირება შეგვიძლია, რომ შემდეგ თავიდან ავიცილოთ ისეთი სავალალო შემთხვევები, რომელის შეიძლება მოსალოდნელი იყოს?

- შედეგის მკურნალობა არაფერს მოგვცემს, მთავარია პრობლემას ვუმკურნალოთ. ჩვენ აუცილებელია წინასწარი შეტყობინებების სისტემები და განგაშის სისტემები. წინასწარი შეტყობინებების სიტემები სამეცნიერო კვლევაა, რომელიც დიდი ხნის დაკვირვებას საჭიროებს. რაც შეეხება განგაშის სისტემას, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო ამჟამად ამონტაჟებს, პროცესი დღესაც მიმდინარეობს და ეს უკვე შედეგზე რეაგირებაა. მყინვარწვერი, როგოც მასივი ისე უნდა განვიხილოთ.

- შესაძლებელია, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ და სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ?

- არის კონკრეტული ბუნებრივი მოვლენები, რომელთა პროგნოზი წინამორბედებიდან გამომდინარე შესაძლებელია და არის ბუნებრივი მოვლენები, რომელთა პროგნოზიც შეუძლებელია. მარტივად ჩამოვთვლი: მიწისძვრის პროგნოზი შეუძლებელია, ამას ვერავინ გააკეთებს. რაც შეეხება მაგნური აქტიურობით გამოწვეული მოვლენების პროგნოზირებას, ამის შეფასება შესაძლებელია.

წინასწარი შეტყობინებების სისტემებისთვის ჩვენი სამსახურის მიერ პროექტია მომზადებული. ეს სამთავრობო დავალება იყო და ამ პროცესს ზუსტად განათლების სამინისტროსთან ერთად გავდივართ, უკვე შესყიდვის ფაზაზე გადავედით. იმიტომ, რომ ეს იაფი სიამოვნება არ არის, საკმაოდ ძვირი აპარატურაა. გარდა სეისმური აპარატისა, იქ დახლმზომების ინსტალაციაა საჭირო, რომელიც პირდაპირ მყინვარწვერის მასივის ნებისმიერი ფორმის ცვლილებას ზომავს და აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ამ ზაფხულისთვის ეს პროცედურები დამთავრებული იქნება.



19.სექტემბერი.2018 18:40
0

ჰაერში ტყვიის შემცველობაზე დეტალური კვლევა ჩატარდება

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:22
4

1500 ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე შეამოწმებენ

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:21
46

ეროვნული ბანკი სესხის გამცემი სუბიექტების რეგულირებასთან დაკავშირებულ პროექტს აქვეყნებს

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 17:40
71

"საწვავსა და გაზზე აქციზის განახევრებით 312 მლნ ლარი დარჩება სექტორში"

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 17:37
23

„განათლების რეფორმის მთავარი პუნქტი ქართული ენის შენარჩუნებაა დიასპორაში“

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 17:14
19

“ქალები მომავლისთვის” ფორუმს ამზადებენ

ვრცლად