მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზბეგის გამზირზე $140-მილიონიანი თაუერების პროექტი წელს დაიწყება

594bcd4f03ea8
სალომე მეცხვარიშვილი
23.06.17 10:00
4478
ყაზბეგის გამზირზე $140-მილიონიანი თაუერების პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება. პროექტს "ორბი ჯგუფთან" ერთად კომპანია "ბლოკ ინვესტი" ახორციელებს.
"საქმის კურსთან" საუბრისას კომპანია "ბლოკ ინვესტის" ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, რომ მულტიფუნქციური პროექტის პროექტირება ახლა მიმდინარეობს და დიდი ალბათობით სამშენებლო სამუშაოები ამავე წელს დაიწყება.

ადგილზე 2 თაუერი აშენდება, სავარაუდოდ განთავსდება სავაჭრო ცენტრიც. დეტალებზე საუბარი "ბლოკ ინვესტის" ხელმძღვანელს ამ ეტაპზე უჭირს.
მისი თქმით, მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება. საუბარია 100 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიაზე პროექტის გამო ხეების მოჭრა იყო გათვალისწინებული, რაც გასულ ზაფხულს გარემოს დამცველებმა გააპროტესტეს. მერის გადაწყვეტილებით, ხეების ჭრა ადგილზე შეჩერდა და საქმე პროკურატურას გადაეცა.