24.თებერვალი.2016 11:24
მსოფლიო

ყაზახეთმა 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-მდე შეამცირა

ყაზახეთმა 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-მდე შეამცირა
ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 2016 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ახალი პროგნოზი დაამტკიცა. ეკონომიკის მინისტრის ერბოლატ დოსაევის ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 2,1%-ის ნაცვლად 0,5% იქნება.
 
"მთავრობის სხდომაზე ჩვენ დავამტკიცეთ ქვეყნის 2016 წლის ახალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზი. ვცვლით ნავთობის საშუალო ფასს და მას ვამცირებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შესაბამისად, 40 დან 30 დოლარამდე ბარელზე. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში დადებით ზონაში ვიმყოფებით", - განაცხადა დოსაევმა.

ყაზახური Forbes-ის ინფორმაციით, ეკონომიკის ზრდამ 2015 წელს 1,2% შეადგინა. ამას გარდა, მინისტრის ინფორმაციით, შემცირდება ნავთობის მოპოვების პროგნოზი. "ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობის მოპოვება 77 მილიონი ტონიდან 74 მილიონ ტონამდე დაიწევს", - ამბობს დოსაევი.

ყაზახეთმა 2015 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში 66,518 მილიონი ტონა ნავთობი აწარმოა რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელზე.



24.მაისი.2018 21:00
870

The Economist ქართულ "ანტი-მოდაზე" წერს

ვრცლად
24.მაისი.2018 20:07
47

Deutsche Bank 7 000 თანამშრომელს დაითხოვს

ვრცლად
24.მაისი.2018 19:26
385

Forbes-მა 2018 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები დაასახელა

ვრცლად
23.მაისი.2018 20:46
220

კომპიუტერულმა ვირუსმა 54 ქვეყანაში ნახევარი მილიონი მოწყობილობა დააზიანა

ვრცლად
23.მაისი.2018 20:10
396

Euronews ბათუმზე ვიდეოს ავრცელებს

ვრცლად
22.მაისი.2018 20:37
57

პოლონეთი კრიპტოვალუტების რეგულაციებს ცვლის

ვრცლად