მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Yahoo-ს ინვესტორები გენერალური დირექტორის შეცვლას ითხოვენ

566e808f0d009
BM.GE
14.12.15 12:31
1355
Yahoo, კვლავ ინვესტორთა ზეწოლის ქვეშაა. ისინი, ონლაინ-კომპანიის აქტივების ნაწილის გაყიდვას, პერსონალის 75%-ით შემცირებას და გენერალური დირექტორის პოსტიდან მარისა მაიერის გათავისუფლებას ითხოვენ, - წერს The Wall Street Journal.
 
საინვესტიციო კომპანიამ Advisors LLC, რომელიც Yahoo-ს 15 უმსხვილესი ინვესტორიდან ერთ-ერთია, 11 დეკემბერს ინტერნეტ-ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს მიმართვა გაუგზავნა, სადაც აქტივების ნაწილის დაუყოვნებლად გაყიდვას მოითხოვს.

Yahoo-ს სხვა აქციონერმა, ნიუ-იორკულმა ჰეჯ-ფონდმა SpringOwl Asset Management LLC კი დირექტორთა საბჭოს მარისა მაიერის შეცვლა შესთავაზა და ასევე სტრატეგიული პარტნიორის მიზიდვა კონსულტაციებისთვის წილებზე Alibaba-ში და Yahoo Japan-ში.

გარდა ამისა, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, SpringOwl-ის გენერალური დირექტორი, ერიკ ჯეკსონი Yahoo-ს 9 ათასი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების ინიციტივით გამოვიდა. ის ასევე ითხოვს შეღავათების, მათ შორის უფასო კვების გაუქმებას, კომპანიის შტაბ-ბინის გაყიდვას და მხოლოდ აუცილებელი ხარჯების გაწევას.