მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან სამთო კურორტებზე "სკი პატრული" ამოქმედდება

5698f8110dc4b
BM.GE
15.01.16 17:37
1991
ხვალიდან სამთო კურორტებზე "სკი პატრული" ამოქმედდება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა. რაც შეეხება კანონმდებლობას, რომელიც კურორტებზე უსაფრთხების ნორმებს დაარეგულირებს, ის ეკონომიკის სამინისტროს მიერ უკვე შემუშავდა, 10 დღის ვადაში კანონმდებლობა გადაიხედება და ცვლილებების შესვლის შედეგ, მთავრობას წარედგინება. ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რომ კანონი შეეხება, როგორც ნასვამ, ასევე ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს.

"ჩვენ რაც გვქონდა მომზადებული აღმოჩნდა უფრო რბილი, ვიდრე მოთხოვნაა. გუშინ გაჟღერდა იდეა, რომ ნასვამ მოთხილამურეს უნდა ჩამოერთვას თხილამურები, იმასთან ერთად რომ ის მთიდან უნდა გავიყვანოთ. 10 დღის განმავლობაში, თუ შევთანხმდით რომ უნდა შევიდეს ამ დრაფტში ცვლილებები, შევიტანთ და გავიტანთ მთავრობაზე.

თუ მოსრიალე თავისი ქცევით, საფრთხეს უქმნის თავის თავს და გარშემო მყოფებს მასთან მიდის სკი პატრული", - განაცხადა მინისტრმა. კანონით სასრიალო ტრასებზე თოვლმავლებიც აიკრძალება.