მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

5c923e892b3a5
BM.GE
20.03.19 17:21
920
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით 21 მარტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.

ინფორმაციას IPN ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის.

“მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტმა განსაკუთრებული საჯარო ინტერესი გამოიწვია, მათ შორის საჯაროდ გაჟღერდა საქართველოს პარლამენტის წევრების სურვილი საკითხის საპარლამენტო ფორმატში განხილვის თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, უახლოეს სასესიო კვირაში მომისმინოთ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ”, - ნათქვამია მაია ცქიტიშვილის მიერ ირაკლი კობახიძის სახელზე გაგზავნილ წერილში.

მაია ცქიტიშვილის მოსმენა 21 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახა.