მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

5c712d898d82e
თელარა გელანტია
23.02.19 15:32
1340
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე, დაგეგმილია მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება, რის გამოც, გადაღების პროცესში, 24 თებერვალს, 16:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, პერიოდულად 5-10 წუთით, რამდენიმეჯერ, აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით პერიოდში, საავტომობილო გზის მონაკვეთზე, გადაღების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გადაღება იქნება შეწყვეტილი.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.