მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა

5ba3a14a79edc
BM.GE
20.09.18 17:29
656
ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი წლით გადავავადოთ ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც იზღუდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით', - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე შეკრებილ ხორბლის იმპორტიორებთან და მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.