27.ნოემბერი.2015 16:53
ბიზნესი

ხობში ასანთის მწარმოებელი ქარხანა აშენდება

ხობში ასანთის მწარმოებელი ქარხანა აშენდება
"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში კიდევ სამი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 50 ადამიანი დასაქმდება ასანთის ქარხანაში, რომელიც ქალაქ ხობში ორი წლის ვადაში ამოქმედდება.
 
საწარმოს შპს "მარსი" ააშენებს, რისთვისაც მას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 18 136 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა.

"თქვენ იცით, რომ ამჟამად ასანთი არის სრულად იმპორტირებული ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, შენდება ასანთის ქარხანა, რომელსაც საკმაოდ დიდი წარმოება ექნება. საუბარია დაახლოებით 100 მილიონ კოლოფზე წელიწადში. აქ ინვესტიციების რაოდენობა მილიონ ორასი ათასი ლარია", - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.



23.იანვარი.2019 13:25
930

"საპენსიო რეფორმის გამო ხელფასებს ვერ ვარიგებთ", - რას ამბობს მწარმოებელი

ვრცლად
23.იანვარი.2019 12:46
428

რა ტიპის ინფორმაცია უნდა იყოს სურსათის ეტიკეტზე? - რეგულაცია 1 მარტიდან ამოქმედდება

ვრცლად
23.იანვარი.2019 11:16
340

ქართული “სოფლის ნობათი” ამერიკული PepsiCo-ს საკუთრებაა

ვრცლად
22.იანვარი.2019 18:50
332

10-წლიანი სპეციალური მართვა და 200-მილიონიანი ზარალი - “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ისტორია

ვრცლად
22.იანვარი.2019 17:53
2347

"სანამ მე არ შემეხო, არ ვიცოდი რა პრობლემების წინაშე იდგნენ მეწარმეები... ამით პარლამენტი უნდა დაინტერესდეს"

ვრცლად
19.იანვარი.2019 17:39
2098

შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები საქართველოში შეიკერება

ვრცლად