მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხეხილის ბაღების გაშენებისთვის სახელმწიფომ 17,9 მილიონის დაფინანსება გასცა

597321743643b
BM.GE
22.07.17 14:00
1283
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის რაიონის სოფელ დამია-გეურარხში მირგუსეინ ასადოვმა კაკლის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ზაურ დარგალთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მირგუსეინ ასადოვის მიერ 6 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერა.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 23 490 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო - 14 175 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 9 315 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 570 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 17 914 959 ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 505 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“.