12.აპრილი.2016 14:40
საფინანსო სექტორი

ხელშეკრულების პირობები, რომელიც ბანკებთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოთ

ხელშეკრულების პირობები, რომელიც ბანკებთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოთ
მომხმარებლების მხრიდან სხვადასხვა საბანკო პროდუქტით თუ მომსახურებით სარგებლობა გულისხმობს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას.
 
არსებობს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულება, თუმცა კომერციული ბანკებში ძირითადად ხუთი ტიპის ხელშეკრულებას იყენებენ: საბანკო მომსახურების შესახებ, იპოთეკის, გირავნობის, საკრედიტო ხაზით მომსახურების და სოლიდარული თავდებობის შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 13 მაისის ბრძანება №35/04-ის მიხედვით კომერციული ბანკი ვალდებულია ხელშეკრულებას გაუკეთოს თავსართი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო სათაური – „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“ და მასში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს მომხმარებლისათვის ადვილად აღსაქმელი შრიფტის ზომით. მომხმარებელი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გაეცნოს თავსართში მოცემულ ინფორმაციას. დამატებით ხარჯებთან ერთად აქვე მითითებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც:

• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი.
• დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და მიღებული/მისაღები სარგებელი.

ნებისმიერ ხელშეკრულებას, სანამ ხელს მოვაწერთ, სრულად უნდა გავეცნოთ. განსაკუთრებული ყურადღება კი შემდეგ პუნქტებს უნდა მივაქციოთ: ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების საგანი - რაც ეხება ხელშეკრულებას და მის ძირითად პირობებს, ხელშეკრულების მოქმედების და შეწყვეტის პირობებს, სანქციებს ვალდებულების არ შესრულების შემთხვევაში, სესხის დაფარვის გრაფიკს, ვალუტას და სესხის ვადას. ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი.

საზოგადოება და ბანკები



20.მარტი.2019 21:31
1074

ფიზიკური პირების სამომხმარებლო სესხების ზრდა 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ვრცლად
18.მარტი.2019 15:43
647

გახარიას მოადგილე TBC-ზე კიბერშეტევაზე: ეს არაა რიგითი საქმე

ვრცლად
18.მარტი.2019 10:20
309

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
17.მარტი.2019 21:14
1496

როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ვრცლად
17.მარტი.2019 12:00
3444

ქართველების დაფუძნებული კომპანია გერმანიაში ბანკს ყიდულობს

ვრცლად
16.მარტი.2019 13:00
536

„ჩვენი პროგნოზით, წელს სადაზღვევო ინდუსტრია 50 მილიონ ლარამდე მოგებაზე გავა“

ვრცლად