მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელოვნების ნიმუშები არ ცვდება" - რა წერია ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის აუდიტში

5c3f23778c0dd
BM.GE
16.01.19 17:20
2217
ბიძინა ივანიშვილი ნაქირავებში ცხოვრობს - უფრო სწორედ კი, 20,605 კვადრატულ მეტრიანი სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი კომპანია “ფინსერვისი XXI“-ს ეკუთვნის, რომლის მფლობელიც პანამური ოფშორი “ვიზელა ენთერპრაიზისია”; თავის მხრივ აღნიშნული ოფშორის მფლობელი ისევ ბიძინა ივანიშვილია. ეს კი ნიშნავს, რომ ივანიშვილი უძრავ ქონებას საკუთარი თავისგან ქირაობს და ამაში უკანასკნელი ქონებრივი დეკლრაციის მიხედვით, ყოველთვიურად $194,460-ს იხდის.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, “ფინსერვისი XXI“-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება 2020 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.

იმის გამო, რომ “ფინსერვისის” საკუთრებაშია ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება, კომპანიის აქტივები 100,000,000 ლარს აჭარბებს, ამის გამო კი, მასზე ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება ვრცელდება.

ანგარიშგების მიხედვით, ფინსერვისის საკუთრებაშია 4.6 მილიონი ლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები. როგორც ცნობილია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის უდიდესი ნაწილი უცხოეთში არის დაცული. ანგარიშგების მიხედვით, ხელოვნების ნიმუშებს ცვეთა არ ერიცხებათ.

"ფინსერვისის" მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წლის მდგომარეობით, საწესდებო კაპიტალი 256 926 831 ლარია.

კომპანიის აქტივები ასე ნაწილდება:

მიწა - 15,021,515 ლარი;
შენობები - 92,655,105 ლარი;
მანქანა-დანადგარები - 1,561,759 ლარი;
ოფისის აღჭურვილობა - 894,599 ლარი;
ავეჯი და სხვა ინვენტარი - 2,354,455 ლარი;
სატრანსპორტო საშუალებები - 351,400 ლარი;
ხელოვნების ნიმუშები - 4,588,593 ლარი;
სხვა ძირითადი საშუალებები - 3,486,545 ლარი;
დაუმთავრებელი მშენებლობა - 1,489,957 ლარი;
სულ - 122,403,928 ლარი.

ანგარიშგების მიხედვით, "ფინსერვისის" შემოსავალი 2017 წელს 9,822,165 ლარი იყო. კომპანიამ 2017 წელს 801,936 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი განიცადა.