მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

5c48b625ccd7e
BM.GE
23.01.19 22:37
1831
დღეიდან, აჭარული, იმერული, მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურის მირთვევისასაც კი თქვენ საქართველოს კულტურულ მემკვიდროებას დააგემოვნებთ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. 

 ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.