მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა

5baa5b30926b1
ლევან თაღიაშვილი
26.09.18 09:40
614

აგვისტოში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობის საშუალო ფასი 3.43 ლარამდე გაიზარდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 3.8%-ით მაღალია. ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, საქართველოში ხორბლის ფასი სხვადასხვა ბაზარზე გაიზარდა. აგვისტოში მან 1.6%-ით მოიმატა. ზრდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც შეინიშნებოდა. მაჩვენებელი საერთაშორისო მასშტაბით 8%-ითაა მომატებული. ISET-ის ინფორმაციით მსოფლიოში ხორბლის მიწოდების პრობლემაა, რაც საქართველოს ბაზარზეც აისახება, რომელიც დიდწილად სწორედ იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ამ პროდუქტით თითქმის მთლიანად რუსეთიდან მარაგდება.