26.თებერვალი.2016 18:17
ბიზნესი

წყალტუბოში კიდევ ერთი სანატორიუმი "ცისკარი" 150 000 ლარად იყიდება

წყალტუბოში კიდევ ერთი სანატორიუმი "ცისკარი" 150 000 ლარად იყიდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“ ელექტრონულ აუქციონზე პირობებიანი ფორმით გასაყიდად გამოიტანა.
 
ყოფილი სანატორიუმი "ცისკარის" საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია, აუქციონი 11 მარტს დასრულდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც მოიცავს უძრავ ქონებაზე 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა–რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე, არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი ყოფილი სანატორიუმი გაყიდა. სანატორიუმი „მეშახტის“ ბაზაზე, არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, ხოლო ყოფილი სანატორიუმი „ივერიის“ ტერიტორიაზე ინვესტორები 6 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. შედეგად, კურორტი წყალტუბო 80-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს და 260 სასტუმრო ნომერს მიიღებს.



20.მაისი.2018 14:00
273

გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა დახლებზე სავალდებულო ხდება

ვრცლად
20.მაისი.2018 10:00
439

"ბანკების დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ ისეთივეა, როგორიც წლების წინ"

ვრცლად
19.მაისი.2018 18:28
346

"ბადაგონის" წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

ვრცლად
19.მაისი.2018 18:19
830

"კოკა-კოლის" ახალი ქარხნის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება

ვრცლად
19.მაისი.2018 17:30
445

ჰერბია: ქართველი ფერმერები მიწოდებაში უწყვეტობას ვერ ვინარჩუნებთ

ვრცლად
19.მაისი.2018 16:30
229

თხილის ექსპორტიორებს შემოდგომიდან HACCP-ის დანერგვა მოუწევთ

ვრცლად