მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოში 6 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება - "ივერია" 253 000 ლარად გაიყიდა

56a6346121244
BM.GE
25.01.16 18:40
1760
ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობებიანი აუქციონის ფორმით 253 000 ლარად გაყიდა.
 
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი, ასევე აშენდება 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.

ეკნომიკის სამინისტროს ცნობით, წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ რიგით მეორე ობიექტია, სადაც სასტუმროს მშენებლობა განხორციელდება. შეგახსენებთ რომ 2015 წლის ზაფხულში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „მეშახტე“ გაიყიდა, სადაც არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება.