19.მარტი.2016 19:47
ბიზნესი

WSJ: ნიუ-იორკელი ღვინის მოყვარულის წიგნი საქართველოზე და ოდისეა ღვინის უძველეს კულტურაზე

WSJ: ნიუ-იორკელი ღვინის მოყვარულის წიგნი საქართველოზე და ოდისეა ღვინის უძველეს კულტურაზე
ღვინის სიყვარულით: ჩემი ოდისეა მსოფლიოში ღვინის უძველეს კულტურაში, - ასე ეწოდება ალის ფეირინგის წიგნს, რომელიც მან საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დაწერა. წიგნი ცოტა ხნის წინ გამოიცა და მისი შეძენა ამაზონზეა შესაძლებელი. ნიუ-იორკელი "სომალიეს" შესახებ სტატიას Wall Street Journal-ი აქვეყნებს. სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ ალისმა საკუთარი ემოციების ფურცლებზე გადმოსატანად საქართველო შეარჩია, - ქვეყანა, რომელიც ერთ დროს რუსეთის ნაწილი იყო, მანამდე კი წლების განმავლობაში ბევრ დამპყრობელს იტანდა.
 
ბოლო 5 წლის განმავლობაში, ალის ფეირინგი საქართველოში შვიდჯერ იყო. მისი პირველი ვიზიტი 2011 წელს, ქვევრის სიმპოზიუმზე შედგა, რომელიც ალავერდში ჩატარდა. თავად WSJ-ს სტატიის ავტორი ქვევრს შემდეგნაირად ახასიათებს: "თიხის ჭურჭელი, რომელიც ღვინით ივსება და მიწის ქვეშ თავსდება, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, სანამ საბჭოთა კავშირის დროს, იაფიანი ღვინის მასობრივი ბაზრისთვის დამზადება დაიწყებოდა. მას შემდეგ, ქვევრმა რენესანსი განიცადა და დღეს ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია".

საქართველოში ალისის მასპინძელი ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვურდემანი იყო. "საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ მასპინძლობა კარგი იციან", - ამბობს ალისი. "როგორც ჩანს ქართველებს სტუმრის მიღება სადღეგრძელოების გარეშე არ შეუძლიათ", - წერს WSJ.

ალის ფეირინგის წიგნში ქართული ღვინის გარდა, ქართული ტრადიციული კერძების რეცეპტებიცაა გადმოცემული; მათ შორის, ავტორი ხაჭაპურს ასახელებს: "ყველით სავსე საკვები, რომელსაც ყველა ყოველთვის მიირთმევს".

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო რელიგიური ქვეყანაა, სადაც მეღვინეების უმეტესობა გამდიდრებას არ ცდილობს.

მაშინ როდესაც ალის ფეირინგი ქართული ღვინის შესახებ წიგნს წერდა, მისი ძმა სიმსივნით გარდაიცვალა. თავდაპირველად ავტორი წიგნიდან მისი ძმის შესახებ ისტორიის ამოღებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ მან ეს გადაიფიქრა.



20.სექტემბერი.2018 09:00
120

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
564

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 22:00
295

"სვი ჭაჭა მეტრობით" - ალკომეტრი საკუთარი ჭაჭის ჩამოსხმას იწყებს

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 14:00
1390

ქართული რეცეპტებებით დამზადებული სადილები სავაჭრო ქსელში გაიყიდება

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 11:00
1824

ქართული ტრადიციული კერძები ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 21:00
196

Keyword.ge – ქართული დომეინების "სათავსო"

ვრცლად