მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

worknet.gov.ge-იმ 2014 წლის აპრილიდან დღემდე 2 200-მდე ადამიანი დაასაქმა

592a716c5fa0f
თათია ჩაფიჩაძე
28.05.17 11:00
4291
სახელმწიფო დასაქმების პორტალი "worknet.gov.ge’"- მ 2014 წლის აპრილიდან დღემდე 2 200-მდე პირი დაასაქმა. პირველი 2 წლის განმავლობაში წლიურად დასაქმებულთა რაოდენობა 350-ის ფარგლებში მერყეობდა, გასულ წელს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 670-სშეადგენდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, როგორც „ვორქნეტის „ ხელმძღვანელმა „საქმიან დილასთან“ საუბრისას განაცხადა, 2017 წლის 4 თვის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 800-ს ასცდა. ამ დროისთის „ვორქნეტი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-მდე კომპანიასთან თანამშრომლობს.

ფუნქციონირებს ასევე მომზადება-გადამზადების პროგრამაც, რომლისთვისაც გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ 14 ათასი ლარი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში 68 მოთხოვნად პროფესიაში 1800-მდე პირი გადამზადდა და ასევე აღნიშნული თანხა 10-მდე ფორუმის ორგანიზებას მოხმარდა.

„მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით საკმაოდ მზარდი სტატისტიკა ფიქსირდება, უკვე დასაქმებულია 836 ადამიანი. უკვე მოვასწარით და ჩავატარეთ 9 ფორუმი. გარდა ამისა, წელსაც ისევე როგორც შარშან, ბიუჯეტიდან მივიღეთ 2 მილიონ 14 ათასი ლარი რომელიც სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებას მოხმარდება. გადამზადება იწარმოებს შრომის ბაზრიდან გამომდინარე და კურსის საშუალო ხანგრძლივობა იქნება 2-4 თვე.“ - განაცხადა დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბუზარაშვილმა.

სახელმწიფო პორტალის მიერ დასაქმებულთა საშუალო ხელფასი კი 500 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ამ დროისთვის ბაზაში აქტიური სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი 55 ათას 200-ია. მათ დასაქმებაზე თბილისის ოფისში 22 ადამიანი მუშაობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი მათი რაოდნეობა დაახლოებით 100 ადამიანით განისაზღვრება.