მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Worknet: 2018 წლის 5 თვეში 651 ადამიანი დავასაქმეთ

5b5364e3645be
თათია ჩაფიჩაძე
21.07.18 22:00
822
სახელმწიფო დასაქმების პორტალმა Worknet.gov.ge-მ მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე 651 პირი დაასაქმა. ამის შესახებ BM.GE-ს ინფორმაცია სოციალური მომსახურების დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბუზარაშვილმა მიაწოდა. რაც შეეხება მიმდინარე გადამზადების პროგრამას, 2018 წლის პირველ ეტაპზე გადამზადება 2 200-ზე მეტმა პირმა გაიარა.

„5 თვის მონაცემებით წერილობით დადასტურებული დასაქმებულთა რაოდენობა 651-ია, საიდანაც 49 შშმ პირია. რეალურად კი ეს რიცხვი გაცილებით მაღალია, თუმცა იმის გამო, რომ კომპანიებს არ აქვთ შეტყობინების ვალდებულება, ყველას აღრიცხვას ვერ ვახერხებთ.

საიტზე რეგისტრირებულია 161 ათასი პირი, რომლის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. ისინი დახმარების მოხსნის შიშით უმეტესად არ წარმოადგენენ სამუშაოს აქტიურ მაძიებლებს. მოდიან ჩვენს ფორუმებზე, ეცნობიან პირობებს და შეთავაზების მიუხედავად, უკან მიდიან. ამ ეტაპზე მიდის საკანონდებლო დონეზე მუშაობა რომ მათ გარკვეული პერიოდით ეს ქულები შეუნარჩუნდეთ.“ - აცხადებს ბუზარაშვილი.

რაც შეეხება ვაკნასიების ჩამონათვალსა და საშუალო ანაზღაურებას, ბუზარაშვილი ამბობს, რომ კერძო სექტორის აქტიურობა იზრდება.

„დღეს ჩვენთან ვაკანსიას თითქმის ყველნაირი კომპანია ათავსებს. მათ შორის სადაზღევო, სამშენებლო, საავადმყოფოები, სავაჭრო ქსელები. ვაკანსიებიც მრავლფეროვანია, მენეჯერიდან დაწყებული, გაყიდვების კონსულტანტით დამთავრებული. მთავარია კადრი იყოს კვალიფიციური. რაც შეეხება ანაზრაურებას 450 ლარზე ქვემოთ ვაკანსიებს საერთოდ არ ვათავსებთ.“ - აღნიშნა BM.GE-სთან საუბრისას მარიამ ბუზარაშვილმა.