მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი - კარლოს სლიმმა წელს 20 მილიარდი დოლარი დაკარგა

56794c9e7fb3b
BM.GE
22.12.15 17:11
1549
Bloomberg-მა წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერების სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში მოხვდა მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი, რომელმაც წელს 20 მილიარდი დოლარი დაკარგა, - აღნიშნული ციფრი ჰონდურასის მთლიან ეკონომიკას უტოლდება. მიუხედავად დანაკარგისა სლიმი კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად. მსოფლიოს 400 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის სლიმი დეკემბერში მეხუთე პოზიციას იკავებდა, მის წინ რეიტინგში ბილ გეიტსი, უორენ ბაფეტი და ჯეფ ბეზოსი არიან.
 
კარლოს სლიმის ძირითადი აქტივი სატელეკომუნიკაციო კომპანია - America Movil SAB - მექსიკურ ბაზარზე დომინირებულ ადგილს კარგავს და სლიმის კომპანიას მექსიკის ბაზარზე ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა.