მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ყველაზე მონახულებადი 10 ქალაქი

5a3616c119913
BM.GE
17.12.17 15:00
2280
კომპანიამ Euromonitor International ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად მონახულებადი ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

Euromonitor International-ის ექსპერტებმა უცხოელი ვიზიტორებისთვის ყველაზე პოპულარულ ქალაქად ჰონგ-კონგი დაასახელეს. აღნიშნული კვლევის მიხედვით, მიმდინარე წელს ჰონგ-კონგი 25, 7 მილიონმა ტურისტმა მოინახულა. რეიტინგის მეორე პოზიციაზე კვლავ აზიური ქალაქია - ბანგკოკი. კვლევამ აჩვენა, რომ მიმდინარე წელს ბანგკოკს 23, 3 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. სიის მესამე ადგილი 19, 5 მილიონი ტურისტით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს - ლონდონს ერგო. ყველაზე მონახულებადი ქალაქების რეიტინგის პირველ ათეულში ასევე სინგაპური, მაკაო, დუბაი, პარიზი, ნიუ-იორკი, ჩინეთის ქალაქი შენზენი და კუალა-ლუმპური მოხვდნენ. Euromonitor International-ის კვლევის მიხედვით, ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული კონტინენტი აზიაა, ხოლო მეორე პოზიცია ამ კუთხით დასავლეთ ევროპას უკავია.

ყველაზე მონახულებადი ქალაქების ათეული შემდეგია:

1.ჰონგ-კონგი - ჩინეთი (25.7 მილიონი ტურისტი)
2.ბანგკოკი - ტაილანდი (23.27 მილიონი ტურისტი)
3.ლონდონი - დიდი ბრიტანეთი (19.8 მილიონი ტურისტი)
4.სინგაპური - მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფო (17.6 მილიონი ტურისტი)
5.მაკაო - ჩინეთი (16.3 მილიონი ტურისტი)
6. დუბაი - არაბეთის გაერთიანებული საემირეოები (16 მილიონი ტურისტი)
7.პარიზი - საფრანგეთი (14.3 მილიონი ტურისტი)
8.ნიუ-იორკი - აშშ (13.1 მილიონი ტურისტი)
9.შენზენი - ჩინეთი (12.96 მილიონი ტურისტი)
10. კუალა-ლუმპური - მალაიზია (12.8 მილიონი ტურისტი)