მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე რეაბილიტაცია 248 სკოლას ჩაუტარდება

59b8f2f10fdf2
თათია ჩაფიჩაძე
13.09.17 12:56
1178
განათლების სამინისტროს დაფინასებით 2017 წლის ბოლომდე ჯამურად 248 სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება. როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 35 საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია; 52 სკოლის რეაბილიტაცია 15 სექტემბრამდე დასრულდება. 161 სკოლის რეაბილიტაციის დასრულება კი 2017 წლის ბოლომდე იგეგმება.

გარდა ამისა, უკვე დასრულდა 3 დიდკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 9 დიდკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
რაც შეეხება მცირეკონტიგენტიან სკოლებს ერთი სკოლის დასრულება 15 სექტმებრისთვის იგეგმება, ხოლო 2017 წლის ბოლომდე დამატებით 5 მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა დასრულდება.

საქართველოს სკოლებში სწავლა კანონის შესაბამისად 15 სექტემბერს დაიწყება.