მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WizzAir საქართველოდან ფრენების სიხშირის გაზრდას და ახალი მიმართულებების დამატებას აანონსებს

58f9d1767c962
BM.GE
21.04.17 13:29
5170
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir საქართველოში საკუთარი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. ავიაკომპანიის დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გაფართოებაში მოიაზრება, როგორც ახალი მიმართულებები ასევე არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირის გაზრდა, თუმცა კონკრეტული მიმართულებები კომპანიის დირექტორს არ დაუსახელებია.

"ჩვენ ვხედავთ მოთხოვნის ზრდას, როგორც ქართველების, ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდან. ახალ მიმართულებებს ვეძებთ, თუმცა მას მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გავაჟღერებთ. ასევე სიხშირეების გაზრდასაც ვგეგმავთ.

გაფართოების ჭრილში მოიაზრება როგორც მიმართულებების რაოდენობის, ასევე სიხშირეების გაზრდა.

უვიზო მიმოსვლიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა იზრდება მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მომხმარებლის მხრიდან", - ამბობს ჯოზეფ ვარადი.