მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

5ba8f28e1cf9b
BM.GE
24.09.18 18:19
493
22 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის, ი.ზ-ს კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად, 12,023.18 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 108.13 გრამი) აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 12,023.18 ლარის ოდენობით შეეფარდა.