მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

5b4cb0c50225b
BM.GE
16.07.18 18:48
468
13 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის რ.ნ.-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

15 და 16 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სავალდებულო აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. კერძოდ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების ხ.ტ-ს., ბ.ტ.-ს და ე.ჩ.-ს, დათვალიერების შედეგად, ჯამში 3,200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.