მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წინამძღვარი გარემოვაჭრეებს დახლების გზიდან 18 მეტრის დაშორებით განთავსებას სთავაზობს"

5c497cdca07ae
ელენე გოგბერაშვილი
24.01.19 12:51
693
რამდენიმე წუთის წინ მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე დასრულდა შეხვედრა, სადაც გარემოვაჭრეებისთვის ადგილის გამოყოფის საკითხზე იმსჯელეს.

გარემოვაჭრეებთან შეხვედრას ტაძრის წინამძღვარი, მცხეთის მერიის წარმომადგენლები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც bm.ge-ის მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, წინამძღვარი მათ სთავაზობს გარემოვაჭრეებისთვის განკუთვნილი დახლები დროებით, ტაძრამდე მისასვლელი გზიდან 18 მეტრის დაშორებით განთავსდეს, რაც ტერიტორიის რთული რელიეფიდან გამომდინარე შეუძლებელია.

რევაზ მამულაშვილის განმარტებით, დახლების ჩადგმა 3-4 მეტრის მოშორებით შესაძლებელია, თუმცა წინამძღვარი კატეგორიულად ითხოვს დაშორება სავალ გზასა და გარემოვაჭრეებისთვის განკუთვნილა დგილს შორის 18 მეტრი იყოს.

„მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, წინამძღვარი არ გვთანხმდება ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტერიტორიაზე მოხდეს გარევაჭრობის დაშვება, შესაბამისად, სურვილი, რომ მოხდეს შეთანხმება მონასტრის წინამძღვრის მხრიდან არ ჩანს, მუნიციპალიტეტი კი მოკლებულია შესაძლებლობას, რადგან ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა, რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს“, - აცხადებს მამულაშვილი.