მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wikipedia-ს დამფუძნებელი ახალი ამბების სააგენტოს Wikitribune-ს შექმნას გეგმავს

58ff44aa49d40
BM.GE
28.04.17 14:30
1021
Wikipedia-ს დამფუძნებელი ახალი ამბების სააგენტოს Wikitribune-ს შექმნას გეგმავს. BBC-ის ინფორმაციით, ჯიმი ვეილს სურს, ახალ კომპანიაში გააერთიანოს პროფესიონალი და მოხალისე ჟურნალისტები.

გამოცემის ინფორმაციით, „ვიკიპედიას“ დამფუძნებლის მიზანია, მომხმარებელს „ფაქტებზე დაფუძნებული და ნეიტრალური“ სტატიები შესთავაზოს, რაც „ყალბი ნიუსების“ წინააღმდეგ არის მიმართული. სტატიები ახალ ვებ-გვერდზე იქნება როგორც უფასო, ასევე ფასიანი.

Wikipedia-სგან განსხვავებით, ადამიანებს, რომლებიც ახალი საიტისთვის იმუშავებენ, ჰონორარი ექნებათ.