მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WiFisher მეზობელ ქვეყნებში უფასო WiFi-ს Duty Free ზონებში დააყენებს

5c6aee7f15510
თამუნა ქემერტელიძე
19.02.19 10:05
1900
ქართული კომპანია WiFisher მეზობელ ქვეყნებში უფასო WiFi-ს Duty Free ზონებში დააყენებს, - ამის შესახებ bm.ge-ის WiFisher-ის თანადამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ის ახლო მომავლში დასრულდება. პირველ ეტაპზე საუბარია სომხეთისა და აზერბაიჯანის Duty Free ზონებზე.

“ადრე საუბარი იყო საქართველოს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე WiFi-ის დამონტაჟებზე, თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტა მთავრობაზე გატანა სჭირდებოდა... მოკლედ ეს პროექტი არ შედგა, თუმცა უფასო WiFi -ს ჩვენს მეზობელი ქვეყნების Duty Free ზონებში დავაყენებთ”, - აცადებს ივანიძე.

რაც შეეხება ზოგადად WiFisher-ს, ის მსოფლიოს 6 ქვეყანაშია წარმოდგენილი, საქართველოს ჩათვლით.

შეგახსენებთ: კომპანია WiFisher 2015 წლიდან სხვადასხვა ობიექტებში, მათ შორის კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, კლუბებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე აყენებს თავის უკაბელო ინტერნეტის აპარატურას, რის შემდეგაც კომპანიებს საშუალება ეძლევათ, მოცემულ ობიექტებში ინტერნეტით WiFi რეკლამა განათავსონ.

რაც შეეხება კიდევ ერთ სტარტაპს - EVENTER.GE, როგორც bm.ge-თან ნოდარ ივანიძე აცხადებს, კომპანიამ ის გასულ წელს გაყიდა.

“ესაა კიდევ ერთი მაგალითი, როგორ იქნება წარმატებული სტარტაპი საქართველოში და შემდეგ როგორ იყიდება ის”, -- აცხადებს ივანიძე.

ცნობისთვის: eventer.ge ელექტრონული მუსიკის ღონისძიებების საინფორმაციო და ასევე ელექტრონული ბილეთების გაყიდვის ვებ-გვერდია. ის ორიენტირებულია ელექტრონული მუსიკის მოყვარულებზე.