19.აპრილი.2016 12:56
საზოგადოება

წელს, თბილისში 60-მდე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება

წელს, თბილისში 60-მდე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება
თბილისში 1700-მდე ისტორიულ-კულტურული ძეგლია აღრიცხული. მათი რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდს აბარია. როგორია ფონდის გეგმები და რა პროექტები იგეგმება მიმდინარე წელს თბილისში - თემაზე „საქმიან დილასთან“ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი საუბრობს.

- თბილისში რესტავრაცია-რეაბილიტაციის ახალი ტალღა დაიწყო, რისთვისაც დიდი თანხები იხარჯება. სულ რამდენი პროექტია და როდისთვის ვარაუდობთ ამ სამუშაოების დასრულებას?

- ძველ უბნებში მერია ოპერირებს და ცდილობს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ჩვენი ამ წლის ბიუჯეტი არის 42 მილიონი. აქედან დაახლოებით 10 მილიონამდე წინა წელს დაწყებულ 15 პროექტს ხმარდება, ცალ-ცალკე ინდივიდუალური ძეგლებია ძირითადად. წელს რასაც ვაკეთებთ მასშტაბურს, ეს არის აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია, ასევე მშრალი ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება. ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის ერთ მარშუტზე გვინდა რომ გავჭრათ და მარცხენა ღერძი უკვე რეაბილიტირებულ პუშკინს და რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიებს მთლიანად დავაკავშიროთ.

- ყველა დაზიანებული ისტორიული შენობის რესტავრაცია იგეგმება?

- ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობები თბილისში ძალიან ბევრია და დედაქალაქი ამით გამორჩეული და მდიდარია. ამას სწორად გამოყენება სჭირდება, ბიუჯეტის რესურსები კი შეზღუდულია. მერიის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონია, 1700 ძეგლი გვაქვს თბილისში, რომელთა დიდი ნაწილი საკმაოდ დაზიანებულია. ხშირად ვიმეორებ, რომ 1700 ძეგლს ერთი დარტყმით ვერ მოვერევით ვერც ჩვენ და ვერც სხვები.

- პროცენტულად რომ განვსაზღვროთ ამ ძეგლების რამდენი პროცენტი შეკეთდება?

- მაგალითად, წელს ვცდილობთ, რომ 60-მდე ძეგლს შევუნარჩუნოთ სახე.

- პრიორიტეტები როგორ განისაზღვრება?

- წინა წელს 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტი, რომელსაც ერქვა ქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფცია. ამ კონცეფციამ ძეგლების ინვენტარიზაცია გააკეთა და მათი პრიორიტეტულობა ავარიულობის მნიშვნელობებიდან გამომდინარე შეაფასა. 1700 ძეგლიდან ჩვენ ზუსტად ვიცით პირველი რომელი უნდა გავაკეთოთ და ბოლო რომელი. ეს უკვე განსაზღვრული და შეფასებულია.

- თბილისის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელზეც თქვენ მუშაობთ, ამაზე რას გვეტყვით?

- ეს ცოტა უფრო ფართო თემაა და მერიის ერთ სპეციალურ სამსახურს ეხება. ჩვენი ამოცანა ძირითადად ისტორიული საზღვრების, ძველი ტერიტორიების მოვლა-პატრონობაა. ინვესტიციებს რაც შეეხება, ფონდში საინვესტიციო მიმართულება არ არსებობდა, რომელიც დონორებთან და ინვესტორებთან იმუშავებდა. წინა წლის ოქტომბერში ჩვენ ორგანიზაციული სტრუქტურა შევცვალეთ და ახალი სტრუქტურა მივიღეთ, სადაც ახალი მიმართულება გაჩნდა, რომელსაც შესაბამისი სამსახურები აქვს, მაგალითად, ინვესტორებთან და დონორებთან ურთიერთობების სამსახური არსებობს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის იმ ფონდების და დონორების მოთხოვნების დაზუსტებაზე მუშაობს, რომელიც შესაძლოა ჩვენს საქმიანობას შეესაბამებოდეს.

სხვა მიმართულებებს რაც შეეხება, დონორებთან ვმუშაობთ და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გვინდა, რომ დავიწყოთ. ახალ თბილისში ერთ-ერთი მიმართულება არის ინდივიდუალური ძეგლების აღდგენის პროგრამა. ძეგლები ბევრია და ქალაქში გაფანტულია, ანუ მხოლოდ არეალების რეაბილიტაციით იმ ძეგლებამდე შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მივიდეთ, ამიტომ ჩვენ ცალკე მიმართულება გვაქვს. 1700 ძეგლის შეფასების შედეგად, ვცდილობთ ინდივიდუალურ ძეგლებამდე მივიდეთ. პირველი არის არეალების აღმდგენი რეაბილიტაცია, რომელიც ამ დიდი ტურისტულ მარშუტს ავითარებს და ერთმანეთთან აკავშირებს. იმიტომ რომ რუქას რომ დახედოთ თბილისი რეაბილიტირებულია და სარეაბილიტაციო ზონების ერთობლიობაა, სადაც ტურისტები მოძრაობენ ნაწილი რეაბილიტირებულია, ნაწილი სარეაბილიტაციო. ვცდილობთ, რომ ესენი ერთმანეთს დავაკავშიროთ, მეორეა ინდივიდუალური ძეგლები, მესამე ძალიან საინტერესო ისტორიული სადარბაზოები, ასეთი 34 გვაქვს, უახლოეს წელიწადნახევარში 7 უნდა აღვადგინოთ. მეოთხე მიმართულება მუზეუმებია, რომელიც დამატებით მიზიდულობის ცენტრებია. ასევე ბაღების მიმართულებით, შესაძლოა ძალიან საინტერესო მარშუტები განვითარდეს.

- პროექტის ფარგლებში რომელიმე ქუჩა საფეხმავლო გახდება?

- გადაწყვეტილია, რომ აღმაშენებლის ის ნაწილი გახდეს საფეხმავლო, რომელიც ჭოროხის ქუჩას რომ გასცდებით იქიდან დღევანდელ ზაარბრიუკენის მოედნამდე. საერთოდ საფეხმავლო ზონების მოწყობას თავისი არგუმენტები აქვს. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია კარგი არქიტექტურული გარემო და ისტორიულ-კულტურული ძეგლების დიდი კონცენტრაცია. მეორე სატრანსპორტო არტარეებთან ახლო მდებარეობა, ძალიან მოხერხებულია იქ ფეხით მისვლა, პრობლემას არ ქმნის, გნებავთ მეტრო ან სამარშუტო და ავტობუსის ხაზები.

- ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია თუ მოისმინეთ?

- მათი პოზიცია არ შეიძლება ცუდი იყოს, მოგვისმენია. ჩვენ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ჭოროხის ქუჩასთან გვქონდა მოძრაობა გადაკეტილი. არც იქ იქმნებოდა საცობი. დღეს საკომუნიკაციო-საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია დავიწყეთ და ეს ქუჩის გადათხრას უკავშირდება და დოდო აბაშიძის ქუჩასთან მოძრაობა გადაიკეტა. არც იქ არის საცობები. ეს განზარხვა ტესტირებას გადის მთელი 6-7 თვის განმავლობაში, სანამ პროექტი არ დასრულდება.

- სადარბაზოები ახსენეთ და ამ მიმართულებით როდის დაიწყებთ მუშაობას?

-ვფიქრობთ, რომ რამდენიმე სადარბაზოზე მუშაობა წელსვე დავიწყოთ. რამდენიმე სერიოზული პუბლიკაცია არსებობს, რომლებიც შესწავლილი გვაქვს, მათ ავტორებთანაც ვისაუბრეთ. ყველას გაკეთება ერთდროულად შეუძლებელია, იმიტომ რომ თვითონ შენობას სჭირდება რესტავრაცია.



20.ოქტომბერი.2018 14:15
491

„გირჩი“ კანაფის ფესტივალისთვის ემზადება - რა ხდება „დედაენის ბაღში“

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
691

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:23
336

ვისი მიზეზით განადგურდა მოცვის პლანტაციები ლაითურში?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:00
3151

ხორგუაშვილი: 5 მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:33
80

ვინ იხდის არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფს?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:00
1987

GWP: პირები, რომლებიც აქირავებენ ბინას, ეწევიან ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას

ვრცლად