კვი, 20 აგვისტო
კვი, 20 აგვისტო
ახალი ამბები:
ENG
12.08.2017 | 14:00

წელს, საქართველოში შემოსვლაზე უარი ყველაზე ბევრჯერ ინდოეთის მოქალაქეებს უთხრეს

კატეგორია: ეკონომიკა
წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო საზღვარზე 7499 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში 2922 პირს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა, ხოლო 1760 პირის დეპორტაცია მოხდა.

დაფიქსირდა სავიზო რეჟიმის დარღვევის 1281 ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის 845 ფაქტი დაფიქსირდა.

საქართველოს საზღვარზე შემოსვლაზე უარი ყველაზე მეტჯერ ინდოეთის მოქალაქეებს უთხრეს. მათმა რაოდენობამ 6 თვეში 571 შეადგინა. ასევე საქართველოში შემოსვლაზე 492 თურქეთის მოქალაქესაც ეთქვა. უარი ეთქვა 418 აზერბაიჯანელს. საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუსეთის 230 მოქალაქესაც, 175 სირიელს და უზბეკეთის 171 მოქალაქეს.

უარის თქმის ფაქტები ყველაზე ხშირად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. წლის 6 თვეში, ქვეყნის საზღვარი აეროპორტიდან 1155-მა პირმა ვერ გადმოკვეთა.

სავიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტები კი ყველაზე ხშირად ირანელების შემთხვევაში ფიქსირდება (244), ასევე ჩინეთისა (197) და რუსეთის (174).
უკან დაბრუნება
408ნახვა
წელს, საქართველოში შემოსვლაზე უარი ყველაზე ბევრჯერ ინდოეთის მოქალაქეებს უთხრეს
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი