11.მარტი.2016 18:54
საზოგადოება

წელს მიწისქვეშა გადასასვლელები შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტებით აღიჭურვება

წელს მიწისქვეშა გადასასვლელები შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტებით აღიჭურვება
წელს მიწისქვეშა გადასასვლელები შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტებით აღიჭურვება.
 
დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლებები მოვლა-პატრონობისთვის თბილისის მერიის დაფუძნებულ კომპანია "უძრავი ქონება-თბილისს" გასული წლის იანვრიდან გადაეცა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" კომპანიაში განუცხადეს, 2015 წლის იანვრიდან "შპს უძრავი ქონება-თბილისს" უზუფრუქტის წესით 56 მიწისქვეშა გადასასვლელი აქვს გადმოცემული. 2015 წლის აგვისტოს თვეში კომპანიის მიერ გარემონტდა 24 მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლებშიც შიდა ინფრასტრუქტურა მკვეთრად დაზიანებული და მოძველებული იყო. ასევე მოეწყო ახალი განათების სისტემა და ელექტროგაყვანილობა; გაიწმინდა და შეიცვალა სანიაღვრე ცხაურები.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათ მართვაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებიდან ამ დროისათვის იჯარით გაცემულია 33 მიწისქვეშა გადასასვლელი, ნაწილი მოვლა-პატრონობის ვალდებულებით, ხოლო ნაწილი მხოლოდ იჯარით.

რაც შეეხება გადასასვლელების ინფრასტრუქტურის მოწყობას, კომპანიაში აცხადებენ, რომ გადასასვლელების კამერებით აღჭურვის პროცესი ახლაც მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება გადასასვლელების შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტებით აღჭურვას, აღნიშნული პროექტი 2016 წლის პროგრამაშია გაწერილი.

2015 წლისათვის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა 900 000 ლარამდე, საიდანაც ათვისებული თანხა დაახლოვებით 700 000 ლარია. „უძრავი ქონება-თბილისში’’ აცხადებენ, რომ ამ დროისათვის კომპანიაში რეორგანიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, ამიტომ სამომავლო ბიუჯეტზე და გეგმებზე დეტალურ ინფორმაციას კომპანია ვერ გასცემს.

რაც შეეხება გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას, კომპანიის ცნობით, გასულ წელს აღნიშნულ გადასასვლელში მასიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

"2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ეს გადასასვლელი, ფაქტობრივად შიდა ინფრასტრუქტურა უმოქმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა. არსებული გადასასვლელი გაიწმინდა და ყველანაირი კომუნიკაცია თავიდან იქნა დამონტაჟებული, ჩატარდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კონტრაქტორმა რეაბილიტირებული კომპლექსი ჩაგვაბარა 2016 წლის 23 იანვარს. აღნიშნული თარიღიდან დღემდე გმირთა მოედნის კომპლექსში ვანდალური ფაქტების რაოდენობა შეადგენს 5-ს. განადგურებულია ახლად დამონტაჟებული განათებისა და ელექტრო-სადენების სისტემა, რის გამოც არაერთი საქმეა აღძრული რაიონულ პოლიციაში", - აცხადებენ კომპანიაში.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



26.მაისი.2018 19:40
150

საბჭოთა იმპერიალიზმის სიმბოლო თავისუფლების მონუმენტად გადაიქცევა

ვრცლად
26.მაისი.2018 18:40
64

დამსაქმებელთა ასოციაცია: ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სფეროს კონტროლი სურს

ვრცლად
26.მაისი.2018 18:15
77

"მუნიციპალური საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობით მოსახლეობა კმაყოფილია"

ვრცლად
26.მაისი.2018 16:20
92

მერიის შენიშვნების შემდეგ, რა შეიცვალა თბილისის გენგეგმაში?

ვრცლად
26.მაისი.2018 15:50
393

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მზად არის, 2021 წელს ნატო-ს წევრი გახდეს

ვრცლად
26.მაისი.2018 15:20
124

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა დაკონკრეტდება

ვრცლად