მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს ბახმაროში ელექტროგაყვანილობის სამუშაოებზე 5 მლნ იხარჯება"

5b79539cf3852
თათია ჩაფიჩაძე
19.08.18 15:23
938
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „მთავრობას აქვს ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რაც გვაძლევს საშუალებას, ამ კურორტს ერთი კონცეფციის ფარგლებში მივუდგეთ“.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა ბახმაროში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრები დოღი-2018-ს ესწრებიან.

„ბახმაროში დაგეგმილია და მიმდინარეობს ელექტრომომარაგების სამუშაოები; ასევე, წელს გამოცხადდება წყალკანალიზაციის საპროექტო სამუშაოების ტენდერი და სავარაუდოდ, მომდევნო წელს დავასრულებთ სამუშაოებს. რაც შეეხება ბახმაროს, როგორც ტურისტული კურორტის განვითარებას, მთავრობას აქვს ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რაც გვაძლევს საშუალებას, ამ კურორტს ერთი კონცეფციის ფარგლებში მივუდგეთ. პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის უნიკალური გარემო, რაც აქ არის და მეორეს მხრივ, განვავითაროთ ის თანამედროვე კურორტად“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, წელს ბახმაროში ელექტროგაყვანილობის სამუშაოებზე 5 მლნ ლარი იხარჯება. რაც შეეხება წყალგაყვანილობას, მინისტრი აცხადებს, რომ როგორც კი საპროექტო სამუშაოები დასრულდება,

მთავრობას ეცოდინება, რა დაჯდება წყალგაყვანილობა და კანალიზაცია.

მაია ცქიტიშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი საინვესტიციო ღირებულება, თითოეული პროექტის მიხედვით, წლების განმავლობაში, ეტაპობრივად, დაანგარიშდება.
„გენგეგაში გათვალისწინებულია ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად გადაკეთების კონცეფცია და ახლა გენგეგმის ავტორებთან ერთად ვმუშაობთ პროექტების განხორციელების ეტაპების განსაზღვრაზე, ამიტომ ამ ეტაპზე თანხები არ არის გათვლილი და ვერ გეტყვით“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.