12.იანვარი.2019 11:00
მსოფლიო

წელს APPLE სამ ახალ IPHONE-ს წარადგენს

წელს APPLE სამ ახალ IPHONE-ს წარადგენს
მიმდინარე წელს კომპანია APPLE IPHONE-ის სამი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს.

ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ახალი მოდელები ჩაანაცვლებს კომპანიის მიერ გამოშვებულ IPHONE XR-ს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციითვე, ახალი მოდელებიდან ერთ-ერთს სამმაგი კამერა ექნება.

აქციონერები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული მოდელები მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ბევრად უფრო გაყიდვადი იქნება.

როგორც ცნობილია, კომპანიის პროდუქციის გაყიდვები რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, ჩინეთში შემცირდა. მსგავსი შემთხვევა კი, როგორც გამოცემა წერს, თითქმის ბოლო ორი ათწლეულია კომპანიას არ ჰქონია.

„IPHONE კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, უფრო მეტიც კომპანიის შემოსავლების ორი მესამედი სწორედ ამ პროდუქტის გაყიდვებზე მოდის“, წერს The Wall Street Journal.
ავტორი: ანუკა ჯოხაძე



21.მარტი.2019 14:15
1292

როგორია სტამბოლის ახალი აეროპორტი - ფოტორეპორტაჟი

ვრცლად
21.მარტი.2019 00:20
180

დიდ ბრიტანეთში ქარხნის მუშამ 71 მლნ გირვანქა სტერლინგი მოიგო

ვრცლად
20.მარტი.2019 18:15
816

ევროკავშირმა Google €1,490,000,000-ით დააჯარიმა

ვრცლად
20.მარტი.2019 15:53
2674

ასტანას ოფიციალურად შეეცვალა სახელი - დღეიდან ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ჰქვია

ვრცლად
20.მარტი.2019 00:15
2017

2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქები

ვრცლად
19.მარტი.2019 22:40
2232

სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი?

ვრცლად