მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს 30 სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია, მინიმუმ 4-ის კი - გასხვისებაა დაგეგმილი

592810630a8b7
სალომე მეცხვარიშვილი
27.05.17 10:00
1390
მიმდინარე წელს 30 სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია მოხდება. შესაბამისი გეგმა 2017 წლისთვის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აქვს, რომელიც მთლიანობაში 137 სახელმწიფო საწარმოს ფლობს.

"სააგენტო მუდმივად მუშაობს უმოქმედო და არამომგებიან საწარმოთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით. 2017 წლის განმავლობაში იგეგმება უმოქმედო და არამომგებიან საწარმოთა რაოდენობის შემცირება; სააგენტო ასევე იყენებს მინიმიზაციის პოლიტიკას, რაც გულისხმობს უმოქმედო და არამომგებიანი საწარმოების შემცირებას ლიკვიდაციის, გაკოტრების, რეორგანიზაციის გზით",- ნათქვამია უწყების 2017 წლის სამოქმედო გეგმაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს ასევე უნდა მოხდეს სულ მცირე 4 სახელმწიფო საწარმოს პრივატიზება.