მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WB: მსოფლიოს თითქმის ნახევარი დღეში $5.5-ზე ნაკლებით ცხოვრობს

5bc895f735963
ლევან თაღიაშვილი
18.10.18 19:20
820
მსოფლიო ბანკის ახალი მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეში 5.5 დოლარით ცხოვრობს. კვლევის მიხედვით, უკიდურესი სიღარიბე განსაზღვრულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეში 1.9 დოლარზე ნაკლებად ცხოვრობენ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიუხედავად გლობალური ეკონომიკის ზრდისა, სიღარიბის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ მაღალია. კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკის მიზანი, შეამციროს უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის 3%-მდე 2030 წლისთვის, ჯერჯერობით არაპერსპექტიული და მიუღწეველია. მიუხედავად ყველაფრისა, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებლი 1990 წლიდან 2015 წლამდე 67-დან 46 პროცენტამდეა შემცირებული.